პროექტის შესახებ

 მოგესალმებით ძვირფასო მკითხველებო! ამ ბლოგზე თქვენ შეგიძლიათ მიიღოთ ინფორმაცია ბუნებრივი სტიქიური მოვლენების შესახებ და გვინდა რომ რამდენიმე ინფორმაციას მოგცეთ!!!


ჩვენ ვიცით, რომ ბუნებრივი მოვლენები  არ არის დამოკიდებული ადამიანებზე და იგი დგას ამ შემთხვევაში ადამიანების განცალკევებით. არსებული ბუნებრივი მოვლენების დროს , ადამიანების მხრიდან. ისინი არიან უძლურები, რადგან ამ დროს ვერაფერს ვერ შეცვლიან. ამ მოვლენების დროს ხდება ადამიანების უამრავი სიკვდილიანობა და დიდი ზარალი, როგორც ეკონომიურად ასევე მორალურად. ბუნებრივ მოვლენებს აქვს ორნაირი არსებული შემთხვევა, გეოლოგიური და მეტეოროლოგიური. გეოლოგიური მოვლენები ძირითადად ხდება მიწისქვეშა ბიძგების და ცვლილებების დროს ამას მოყვება: მიწისძვრა, ზვავები და სხვადასხვა კონტინენდებზე არსებული სახელების მოვლენები მათ შორის მაგალითად ცუნამი და ვულკანების  ამოფრქვევა სხვადასხვა ადგილებზე. მეტეოროლოგიური მოვლენების ჩამონათვალში შედის ატმოსფერული ცვლილებისას მომხდარი მოვლენები, რა დროსაც ვლინდება აღნიშნული მეტეოროლოგიური საშიშროება და საფრთხე. ამას მოყვება,  წყალ დიდობა, ზვავები, ნერევა, ქარიშხალი. ხდება ტყის ხანძრი, ასევე ხდება ამინდის ცვლილება, ამ მოვლენების შემდეგ ბუნებაში ხდება ეროზია. ზოგიერთი ბუნებრივი მოვლენების შემდეგ მისი გამანადგურებელი შედეგების დანახვა, ადამიანებს უხდებათ თავიანთი თვალით ხილვა. კერძოდ: მიწისძვრა, წყალდიდობა და გამყინვარება. მაგრამ ზოგიერთი მოვლენების შედეგების ხილვა ხდება რამოდენიმე ხნის შემდეგ. ძირითადად დედამიწაზე მოსახლეობის რაოდენობის მომატება. ადამიანური რესურსების ზრდა ქალაქებში, ბუნებრივი პროცესების მატება და მოვლენების შედეგები. გართულებას ამ დროს ადამიანების სიმრავლე, ხელს უწყობს აღნიშნული მოვლენების გართულების განვითარებას. ამიტომ ადამიანების მიერ შექმნილი ფაბრიკა, ქარხნების მუშაობისას, ხდება ატმოსფეროში უამრავი მავნე ნივთიერებების გავრცელება, რაც ხელს უწყობს სხვადასხვა ბუნებრივი  მოვლენების შემდგომში ზიანის მიყენება დედამიწაზე.(სტიქიური მოვლენები, 2021)

                                                                  ვულკანი


ვულკანი
არის ცხელი მასა, რომელიც ძალიან სწრაფად იფრქვევა მთის წვერიდან.ვულკანი ძალიან საშიშია. მას წინ ვერაფერი დაუდგება. ვულკანიდან ცხელი მასა ყოველთვის არ ამოდის. ამოფრქვევის შემდეგ ის ცივდება. გაცივებული მასისგან კი წარმოიშობა ვულკანური მთები.ბუნებაში მოქმედი და ჩამქრალი ვულკანები არსებობენ. მოქმედი ვულკანიდან ყოველთვის შეიძლება, რომ ცხელი მასა ამოირფქვეს. ჩამქრალი ვულკანი აღარ არის საშიში. (ჯაჯანიძე, 2013) ხანდახან ვულკანი სასარგებლოც კი შეიძლება იყოს. ვულკანი ამოფრქვევის შემდეგ ტოვებს ოქროსა და სხვა ძვირფასი ლითონების საბადოებს. თანაც ვულკანი შეიცავს ბევრ სასარგებლო მინერალს. ამიტომ ვულკანური ტერიტორიები ძალიან ნაყოფიერია. ჩვენ ვულკანის ამოფრქვევას მაშინ ვხედავთ, როდესაც იგი იკვე დედამიწის ზედაპირზეა. სინამდვილეში ვულკანი ღრმად, დედამიწის გულში ჩნდება. ეს ცხელი მასა კი დედამიწის ზედაპირზე ვულკანური კრატერიდან გადმოდის. თუ ზევიდან დავხედავთ ვულკანურ ტერიტორიებს, დედამიწის ზედაპირზე ჩაღრმავებულ ადგილებს დავინახავთ. ესაა სწორედ ვულკანური კრატერი.
(ვულკანი, 2021)

                                                                      მიწისძვრები


მიწისძვრა
არის მიწისქვეშა ბიძგები და დედამიწის ზედაპირის რყევები. მიწისძვრის ინტენსიურობა იზომება სეისმურ ბალებში, ხოლო ენერგეტიული კლასიფიკაციისთვის მაგნიტუდებში. ჩვენში გამოყენებულია 12-ბალიანი სეისმური სკალა MSK-64 და რიხტერის სკალა. ცნობილია ორი მთავარი სეისმური სარტყელი: 1 წყნარი ოკეანის, რომელიც რგოლივით შემოუვლის წყნარი ოკეანის სანაპიროებს და 2.ხმელთაშუა ზღვის, რომელიც გადაჭიმულია ევრაზიაში, პირინეის ნახევარკუნძულიდან დასავლეთში, მალაის არქიპელაგამდე აღმოსავლეთში. დედამიწის სეისმური სტიქიური მოვლენებიდან ყველაზე დიდი უბედურება კაცობრიობისთვის მოაქვს მიწისძვრას. რთულია მისი წინასწარ პროგნოზირება, ეპიცენტრის და ძალის დადგება. ადამიანები ვერ ასწრებენ შენობიდან გარეთ გამოსვლას, ან გაქცევით თავის შველას. ვარაუდობენ რომ ცივილიზაციის დაწყებიდან
მიწისძვრებისგან დაღუპულია 150 მილიონი ადამიანი. ყველაზე ძველი მონაცემები მიწისძვრების შესახებ ნანახია მესოპოტამიაში, თიხის ცხრილებზე, რომელიც დათარიღებულია ჩვენ წელთაღრიცხვამდე 2000 წლით. წარწერები გვატყობინებს, რომ კატასტროფა მოხდა ახლანდელ "მოსულასთან" ახლოს.ბიბლიაშიც საკმაოდ დეტალურად არის აღწერილი პალესტინაში იორდანიის ხეობაში არსებული ქალაქების სოდომის და გომორის განადგურების შესახებ, რაც რა თქმა უნდა მიწისძვრის შედეგია. (ბუნებრივი კატასტროფები, 2021)

                                                                     ტორნადო


ტორნადო
ერთ-ერთი საშიში ბუნებრივი მოვლენაა. ბევრს მისი ხსენებაც კი აფრთხობს. იგი ღრუბლების შეჯახების შედეგან ჩნდება. იწყება ქუხილით. რამდენიმე წუთში წარმოიქმნება ჰაერის უზარმაზარი სვეტი. ის წრიულად ბრუნას და სწრაფად ეშვება დედამიწაზე.აქ კი სხვადასხვა მიმართულებით მოძრაობს. გზადაგზა მტვრის ღრუბლებს ტოვებს. მიწის ზედაპირთან ახლოს მას ვიწრო პირი აქვს, ცისკენ კი ფართოვდება. ჰაერის ეს მბრუნავი სვეტი ხან ძაბრს ჰგავს, ხან ბუხრის საკვამურს. ძლიერი ტორნადო გლეჯს ხეებს და ანგრევს სახლებს, ისრუტავს ადამიანებს, მანქანებს, ლოდებს... შესრუტულ საგნებს კი შემდეგ სადმე ისევ გადმოყრის ხოლმე. საშუალო სიძლიერის ტორნადო კი ნაკლებად საშიშია. ის ადამიანს დიდ ზიანს არ აყენებს
. (კარგის სკოლა, 2021)


No comments:

Post a Comment

ბლოგის გეგმა

  თემის ავტორი     სახელი და გვარი         ელვირა ტანრიგულიევა...